99 GEL OFFER (31)

დღესდღეობით ძალზედ გავრცელებულია სიტყვა შოპინგი. რას მოიცავს ეს? შოპინგი, არის სასურველი ნივთების შეძენა, როგორც ონლაინ (ინტერნეტის საშუალებით) , ასევე მაღაზიაში, ადგილზე მისვლით. საინტერესო იქნება თითოეული მათგანის დადებითი თუ უარყოფითი მხარეების განხილვა. ონლაინ შოპინგი თანამედროვე სამყაროში, თითქმის ყველა დიდსა თუ პატარა დაწესებულებას აქვს ონლაინ პლატფორმა (ონლაინ მაღაზია), რადგან მომხმარებელს გაუადვილონ სასურველი პროდუქციის შეძენა. რატომ ონლაინ შოპინგი? • ვებ-საიტზე არამარტო ის პროდუქციაა განლაგებული, რომელიც მაღაზიაშია, არამედ დამატებითი ნივთები, რომლის ნახვას მაღაზიაში ვერ შევძლებდით. • ონლაინ შოპინგისას მარტივად შეგვიძლია ვიპოვოთ სასურველი ნივთი ფილტრის საშუალებით და არ მოგვიწევს მისი დიდხანს ძებნა, ასევე შეგვიძლია შევამოწმოთ არის თუ არა ახლა გაყიდვაში ესა თუ ის პროდუქცია. • თუ საკმარისი დრო არ გვაქვს მაღაზიაში მისასვლელად, მარტივი გამოსავალია ონლაინ შეძენა, თან სახლში მოტანის სერვისით. სახლიდან გაუსვლელად ვარჩევთ ჩვენთვის სასურველ ნივთს და მოაქვთ სახლში. • ფასდაკლების კუპონები. მაღაზიებს, რომლებსაც ონლაინ პლატფორმა აქვთ, ხშირად გვთავაზობენ ფასდაკლების პრომო კოდებს, ან ვაუჩერებს, რისი საშუალებითაც შესაძლებელია უფრო დაბალ ფასად შევიძინოთ ჩვენთვის სასურველი ნივთი. • დღესდღეობით ყველა ონლაინ გაყიდვაზეა გადასული პანდემიის გამო, რადგან ასე უფრო უსაფრთხოა მომხმარებლისთვის. თავდაცვისთვის და უსაფრთხოდ ყოფნისთვის სწორედ, რომ ონლაინ შოპინგია მიღებული. რატომ არის უკეთესი მაღაზიაში შეძენა? • როდესაც ონლაინ უკვეთავ პროდუქტს, ვერ ამოწმებ მის ვარგისიანობის ვადას, თავის დაზღვევის მიზნით უმჯობესია თავად შეამოწმო ამათუიმ პროდუქტის ვარგისიანობა. • როდესაც ტანსაცმელის შეძენა გვინდა ონლაინ შოპინგისას ვუთითებთ სასურველ ზომას, თუმცა ზოგჯერ მოტანილი ქსოვილი მაინც არ გვერგება. • ზოგჯერ ონლაინ შერჩეული სამოსი ან ნებისმიერი ნივთი, მოგვწონს, თუმცა არ გვაქვს იმის შესაძლებლობა მოვიზომოთ ან მოვიხდინოთ. სწორედ ამიტომ სასურველია ადგილზე მოვაგვაროთ ეს პრობლემები.