99 GEL OFFER (25)

დღესდღეობით სამყარო მრავალფეროვანი გახდა და უფრო მეტად განვითარებული, ამიტომ ვცდილობთ თითოელი ჩვენგანი მივყვეთ ამ დინებას და არა მხოლოდ ჩვენი გარე გარემო ფაქტორები განვავითაროთ, არამედ შიდა გარემოც, როგორიცაა სახლი. საცხოვრებელ ოთახებს ახლა სხვა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს მაგალითად: იოგას სტუდიები, კინოთეატრები და საკლასო ოთახები. ეს “ახალ ცვლილებები” სწორედ, რომ ცხოვრებამ მოითხოვა, რადგან უფრო კრეატიულად მივუდგეთ საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ მოვათავსოთ ჩვენი ყოველდღიური რუტინა შეზღუდულ სივრცეებში.

სამსუნგს სჯერა, რომ ახლა დროა შეცვალოს ჩვენი ტექნიკა. ტექნიკის დიზაინი ლამაზად უნდა იყოს კომბინირებული, რათა დააკმაყოფილოს ჩვენი მოდური, მრავალფეროვანი გემოვნება; მათ უნდა ჰქონდეთ ინოვაციური თვისებები, რათა ისინი შეესაბამებოდეს თითოეული მომხმარებლის ცხოვრებისეულ უნიკალურ მოთხოვნებს.

ეს არის სამსუნგის ხედვა Bespoke Home- ის ტექნიკის შესახებ.

Bespoke Home იწყება სამსუნგის ფლაგმანური Bespoke მაცივრებით, რომელიც 2021 წელს გაფართოვდება გლობალურ ბაზრებზე. ეს ხაზი გთავაზობთ პერსონალიზებულ დიზაინს, მრავალფეროვან და დასრულებულ პანელებთან ერთად.

Bespoke მაცივრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებელს უყვარს, როცა ახალი პროდუქტი გამოირჩევა ცვალებადი ფერებითა და მასალებით, რომლებიც შეესაბამება ინტერიერის ნებისმიერ დეკორაციას. მაცივრებს ასევე აქვთ გლუვი, ბრტყელი წინა დიზაინი, რაც მათ ჩაშენებულ იერსახეს ანიჭებს.

წელს აშშ-ში სამსუნგი წარმოგიდგენთ Bespoke- ს ახალ მოდელებს, 4-Door Flex, ასევე 1-Door Column და Bottom-Mount Freezer (BMF) ტიპებში. არსებობს რვა ფერის ვარიანტი.

სამსუნგის წარმომადგენლები ასევე აღფრთოვანებით გვაუწყებენ, რომ წარმოგიდგენენ Bespoke მაცივრების ახალ და ექსკლუზიურ კოლექციებს წამყვან დიზაინერებთან თანამშრომლობით, რომელთა განხილვასაც გეგმავენ მათ მომავალ ღონისძიებაზე.

ეს ყველაფერი მაცივრით არ მთავრდება. მორგებული Bespoke დიზაინის ფილოსოფია მოიცავს მთელი სახლის ტექნიკას. მეტ თავისუფლებას გაძლევთ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ როგორი იქნება თქვენი მოწყობილობები.

ჩვენზე მორგებული ტექნიკა

Bespoke მაცივრის მნიშვნელოვანი ასპექტია მოქნილობა. მას აქვს მოდულარული დიზაინი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ აირჩიოთ დანადგარის ზომა და სტილი, ასევე ტემპერატურის კონტროლი სხვადასხვა განყოფილებისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თუ როგორ ინახავთ თქვენს საკვებს.

,,Bespoke Home- ისთვის ჩვენ გავითვალისწინეთ მოქნილობის ეს მთავარი იდეა და გავავრცელეთ სხვა ტექნიკებზეც” – ამბობს სამსუნგის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

Samsung ერთადერთი ბრენდია, რომელსაც შეუძლია ეს ფუნდამენტური ცვლილებები შეუფერხებლად შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, კერძოდ კი სახლში.

ჭკვიანი სახლი ბევრად მეტია, ვიდრე თქვენი მანქანების დისტანციურად ჩართვა ან მათი პარამეტრების შეცვლა: სამსუნგი გვთავაზობს სერვისებს სახლისთვის, რომელიც ნამდვილად თითოეულ ჩვენგანზეა მორგებული და ითვალისწინებს ჩვენ ინტერესებსა და საჭიროებებს.