276f273d11f8b9dbc0a9c55bb38ea8c6

SPOTIFY საქართველოშია! Spotify – არის შვედური აუდიო სტრიმინგის კომპანია, რომელიც აქტიურად გამოჩნდა 2008 წელს, ხოლო დღეს უკვე არის ყველაზე პოპულარული გლობალური აუდიო სტრიმინგის სერვისი 345 მილიონი მომხმარებლით. კომპანიის მიზანია მომხმარებელი შთააგონოს შემოქმედებითობის მხრივ და განავითაროს. მილიონობით ხელოვან ადამიანს მისცეს საშუალება, იცხოვრონ თავიანთი ხელოვნებით, გარდა ამისა Spotify გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზებების ალგორითმით, ზუსტად იცის და გირჩევს სასურველ არტისტსა და მუსიკას. Spotify გთავაზობთ ციფრული საავტორო უფლებებით შეზღუდულ ჩაწერილ მუსიკასა და პოდკასტებს, მათ შორისაა 70 მილიონზე მეტი სიმღერა, ჩამწერი ლეიბლებისა და მედია კომპანიებისგან. როგორც უფასო მომსახურება, ძირითადი ფუნქციები უფასოა რეკლამით და შეზღუდული კონტროლით, ხოლო დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა მუსიკის რეკლამის გარეშე მოსმენა უსასრულოდ, შემოთავაზებულია განსაზღვრული თანხით. რამდენიმე დღის წინ Spotify-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა სერვისის გეოგრაფიული გაფართოების შესახებ, სადაც საქართველოც აღმოჩნდა. დღესდღეისობით აბსოლუტურად ლეგალურად და თავისუფლად შეგვიძლია ამ უნიკალური სერვისის გამოყენება. რაც შეეხება ფასს, თითოეულ ქვეყანას განსხვავებული ფასი და შემოთავაზებული პაკეტი აქვს. საქართველოსთვის ამ ეტაპისთვის არსებობს ერთი ინდივიდუალური ტარიფი, რომლის ფასი თვეში შეადგენს $4.99