960×0 (1)

რა არის Clubhouse? მოკლედ: Clubhouse არის სოციალური მედია აუდიო ფორმატით, რომელიც 2020 წლის აპრილში პოლ დევისონმა და როჰან სეთმა წამოიწყო. თავიდან ეს აპლიკაცია 100 მილიონ დოლარად შეფასდა, თუმცა დღესდღეობით ფასი მილიარდ დოლარამდე აიწია. კომპანია თავის თავს აღწერს, როგორც ”ახალი ტიპის სოციალური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველგან ისაუბროს, მოყვეს ისტორიები, განავითარონ იდეები, გააღრმავონ მეგობრობა და შეხვდნენ საინტერესო ახალ ადამიანებს მთელს მსოფლიოში”. აპლიკაციამ პოპულარობა მოიპოვა COVID-19 პანდემიის პირველ თვეებში – განსაკუთრებით 2020 წლის მაისში.2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, აპლიკაციაში დარეგისტრირებული იყო 600,000 მომხმარებელი და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მოწვევით, ხოლო 2021 წლის იანვარში კომპანიამ გამოაცხადა, რომ Android პროგრამაზე მუშაობას “მალე” დაიწყებს. Clubhouse-ს პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის იანვარში Elon Mask–გან აიღეს ინტერვიუ კლუბ GOOD TIME-მა. 2021 წლის 10 თებერვალს მასკმა ტვიტერში გამოაქვეყნა, რომ იგი თანახმაა clubhouse-ის გაკეთებაზე კანიე უესტთან. 2021 წლის 13 თებერვალს მასკმა ტვიტერში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ გვერდზე განათავსა პოსტი,სადაც ითხოვდა საუბარს Clubhouse– ის საშუალებით. 2021 წლის დასაწყისში, Clubhouse- მა პირველი ადგილი დაიკავა იაპონიაში Apple App Store- ის უფასო აპებს შორის. ეს აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას მოისმინოთ სელებრითების საუბარი ან პირადად გაესაუბროთ მათ.