Blog (1)

ლეპტოპის ყიდვა შეიძლება სტრესული პროცესი აღმოჩნდეს, თუ ზუსტად არ იცი როგორი გინდა ან რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მითუმეტეს სტრესულია თუ თქვენი შვილისთვის არჩევთ. დამეთანხმებით, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს სხვადასხვა მოთხოვნილებები აქვთ და საჭიროებები, არ სჭირდება დაწყებითი კლასის ბავშვს უმაღლესი დონის ნოუთბუქი, რადგან მაინც ვერ გამოიყენეს ისე, როგორც შეიძლება სტუდენტმა გამოიყენოს ის ან თუნდაც თქვენ, მშობელმა. ასე რომ, მე მოვიძიე ზოგიერთი ექსპერტის დასკვნა ამ თემასთან დაკავშირებით, ამიტომ გაგაცნობთ თქვენც.
გადაწყვეტილების მიღებამდე, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ წაიკითხავთ მიმოხილვებს და შეძლებისდაგვარად გამოსცდით მოწყობილობებს.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, სენსორული მოწყობილობის გამოყენება უფრო მარტივია – ამბობს მიშელ გლოგოვაკი.

როდესაც ბავშვები იზრდებიან, მათი საუკეთესო ლეპტოპის არჩევანი განსხვავდება მათი საჭიროებების მიხედვით. როგორც მშობელი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენი შვილი ინფორმირებული, შეთანხმებული იყოთ იმის შესახებ, თუ როგორ აპირებთ არჩეული ლეპტოპის გამოყენებასა და რისთვის გჭირდებათ ის.

კრისტინ უოლესმა იყიდა HP -ის ლეპტოპი მისი ქალიშვილისთვის, ბელასთვის, მაგრამ ვერ გააცნობიერა რამდენად სწრაფად შეავსებდა ცხრა წლის ბავშვი 32 გბ მეხსიერებას. ”ის მართლაც ნელია და არ მაქვს ადგილი თამაშებისთვის. ” – ამბობს ბელა, რომელიც იყენებს ლეპტოპს მეგობრებთან ერთად, რომ გაერთოს, გიტარის ონლაინ გაკვეთილებისა და მათემატიკის სწავლის დონის ასამაღლებლად. უოლესი უახლოეს რამდენიმე კვირაში გეგმავს ბელასთვის უკეთესი ლეპტოპის შეძენას.

ასევე მნიშვნელოვანია აუდიოს ხარისხი. ლიზა მიტჩელი, ბიბლიოთეკის მედიის ელემენტარული სპეციალისტი, ამბობს, რომ მისი მოსწავლეები თავიანთ ნოუთბუქებს იყენებენ YouTube ვიდეოების საყურებლადაც. ბატარეის ხანგრძლივობა ასევე პლიუსია, თუნდაც დისტანციური სწავლებისთვის. ასევე აუცილებელია დამცავი ჩანთის ყიდვა.
ახლა კი გავეცნოთ საუკეთესო ლეპტოპების სიას დაწყებითი კლასის ბავშვთათვის.

1. Amazon Fire HD 10 საბავშვო გამოცემა (199 აშშ დოლარი)
2. Lenovo Chromebook Duet ($ 219.99): პატარა 10 დიუმიანი Chromebook მოხსნადი კლავიატურით
3. Apple 10.2 დიუმიანი iPad ($ 329):
4.Microsoft Surface Go 2 ($ 399): მყარი Windows ტაბლეტი.
5. Google Pixelbook Go ($ 649)

როგორც უკვე ითქვა, თუ თქვენი შვილი წელს მიდის სკოლაში, ღირს მასწავლებლებთან ერთად შეამოწმოთ რა ოპერატიული სისტემაა ყველაზე მეტად თავსებადი მათ სამუშაო პროცესთან.

თითქმის ყველა მოსწავლე, რომელსაც ვესაუბრე, დამეთანხმა, რომ სკოლის ლეპტოპის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის პორტატულობა. ბავშვები, რომლებიც ესწრებიან პირადად გაკვეთილებს, შეიძლება დღის განმავლობაში დიდხანს მოუწიოთ ჩანთით ტარება თავიანთი მოწყობილობის, წიგნებთან ერთად. ამიტომ ჯობს მოძებნოთ 13 ან 14 დიუმიანი ეკრანი, ან უფრო მსუბუქი 15-დან 17 ინჩის მოდელი.

ასევე გასათვალისწინებელია, ნოუთბუქის სიმყარე და გამძლეობა, რადგან ბავშვები უმეტესად ვერ იაზრებენ, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ამა თუ იმ ნივთს. უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა ბავშვი გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჩანთაში აგდებს ნოუთბუქს და სწორედ ეს ხდება შემდეგ მოწყობილობის დაზიანების მიზეზი.

ბატარეის ხანგრძლივობა კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელია.
სტუდენტებისგან განსხვავებით, სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ ხშირი ან დიდხნიანი შესვენებები თავიანთი მოწყობილობების დასატვირთად, ამიტომ შეეცადეთ იპოვოთ ისეთი ლეპტოპი, რომელიც შეძლებისდაგვარად გაძლებს მთელი დღე დამუხტვის გარეშე.

ამ პრობლემებისგან თავის ასაცილებლად ჩვენ შეგიდგინეთ ლეპტოპთა სია.

1. Acer Chromebook Spin 513

2. Apple iPad Air

3. Acer Chromebook Spin 713

4. Dell XPS 13

5. Surface Laptop 4